Aš Tave Myliu, Vilnius

Image

როდესაც ვინმე გეტყვით რომ ვილნიუსში ცხოვრობდა, მრავალი ფაქტორის თუ სტერეოტიპის გამო არც ისეთ აღფრთოვანებას გამოიწვევს ამ ქალაქის სახელის გაგონება, როგორც ვთქვათ რომის, ან თუნდაც პრაღის. ჩემთვის კი, ეს არის ქვაფენილიანი და წითელსახურავებიანი კუსკუსა სამყარო. როცა დადიხარ და ფეხსაცმლის პაკაპუკის ხმა გესმის და როცა უმზეო ამინდშიც მზიან ხასიათზე ხარ.

 Image                                                                                 Image

 

როცა უნივერსიტეტი ძველია და პარკეტი ჭრაჭუნებს, სამაგიეროდ კედლებზე ფრესკებია, ვიტრაჟები და დერეფანში პიანინოსაც გადააწყდები.

                                                                            Image       Image

 

როცა ვილნიუსიდან ნახევარ საათში პატარა სასახლესთან გაჩნდები, რომელიც ტბის შუაგულშია და მერე მეგობრებს ეტყვი ვითომ ნავის ტარება იცი და ღიმილით მოუსვამ ნიჩბებს. შემდეგ ზამთარშიც დაბრუნდები და გაყინულ ტბაზე შეშინებული შეეცდები გავლას.

 Image                                                                                      Image

როცა ხშირად დადიხარ პაბში ნუშის ან კარამელის ლუდის დასალევად. უნამუსოდ თამაშობ მაგიდის ფეხბურთს და ბიჭებს გულს უხეთქავ ისე აცანცარებ მეკარეს. როცა დორმში ცხოვრობ და ყველაფერი თავდაყირაა. როცა ყოველ ღამე თამაშობ, მღერი ან პატარა სამზარეულოში ცეკვავ ან საზამთროს ჩილიმს ეწევი და ცდილობ რგოლები შექმნა ისე რომ არ დაიხრჩო.

როცა ჰელოუინი საშიში არაა და საშობაოდ საიდუმლო სანტა გყავს.

Image                                                                                          Image

როცა ისეთი უბანიც არსებობს, სადაც ადრე ღარიბი მხატვრები ცხოვრობდნენ და ახლა ნამდვილი ჯადოსნური სამყაროა- უჟუპისი.Image                                                     Image

როცა თოვლიან დღეს ყვავილებიან საცხობში ზიხარ და კიბინაის ჭამ ერთს, მეორეს, მერე უკვე ტკბილი შიგთავსით, როგორც დესერტს და რომ უყურებ მეგობრებს სულ სხვადასხვა ადგილებიდან სხვადასხვა ისტორიებით და ხვდები რომ ამის მერე არასდროს გადაგივლის აღტაცება/ეიფორია და მონატრებანარევი სიხარული იმის, რომ მრგვალი დედამიწის უამრავ “კუთხეში” არსებობენ ადამიანები რომლებიც უზომოდ გიყვარს.

                      Image

 

 

Advertisements

3 thoughts on “Aš Tave Myliu, Vilnius

  1. აააა ის მაგარი იყოოოოო “როცა თოვლიან დღეს ყვავილებიან საცხობში ზიხარ და კიბინაის ჭამ ერთს, მეორეს, მერე უკვე ტკბილი შიგთავსით, როგორც დესერტს და რომ უყურებ მეგობრებს სულ სხვადასხვა ადგილებიდან სხვადასხვა ისტორიებით და ხვდები…”ორივემ ვიცით იმ დროს რა გრძნობა იყო ეს და ბედნიერი ვარ ამის მონაწილე რომ ვიყავი, სიტყვები არ მყოფნის ისეთი კარგი რამეები გამახსენე,ნინო ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s